18:09 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-05 13:50:44, 486 ნახვა

კომენტარი
ვახტანგ გომელაური: კორონავირუსის შეკავებაში ჩართულმა დეპარტამენტებმა კოორდინაციის საუკეთესო მაგალითები აჩვენეს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებთან ანგარიშის წარდგენის დროს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში სამინისტროს  ჩართულობასა და ამ კუთხით განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრა. მისი თქმით ვირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე ყველა დანაყოფი განსაკუთრებულ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა.

„საკითხი, რომელსაც  გვერდს ვერ ავუვლით და აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, არის პანდემიასთან ბრძოლა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული საპოლიციო სერვისების ადაპტირება პანდემიასთან. მას შემდეგ, რაც ქვეყნაში ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ყველა დანაყოფი განსაკუთრებულ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა. ვირუსის შეკავებაში ჩართულმა დეპარტამენტებმა აჩვენეს კოორდინაციის საუკეთესო მაგალითები, ეს ეხება, როგორც შიდა უწყებრივ, ისე უწყებათშორის თანამშრომლობას”,- ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, საკანონმდებლო ორგანოში საუბრისას აღნიშნა, რომ საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული სპეციალური ღონისძიებების განხორციელებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფდა.

„კომპეტენციის ფარგლებში გვევალებოდა მიმოსვლის შეზღუდვა, საჯარო სივრცეებში თავშეყრის კონტროლი, თვითიზოლაციაში მყოფი პირების მონიტორინგი, საკარანტინო ზონების კონტროლი და დაცვა, ასევე, პირბადის ტარების წესის აღსრულება. მარნეულის და ბოლნისის ჩაკეტვის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თავდაცვის სამინისტროს ჯარისკაცებთან  ერთად, ერთ ღამეში ააგეს 100-კაციანი საველე ჰოსპიტალი”, -განაცხადა ვახტანგ გომელაურმა





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა - კაცი კლინიკაში დაიღუპა
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics