19:24 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-05 11:30:21, 664 ნახვა

სამართალი
NGO-ები ნამახვანჰესის კასკადზე მშენებლობის ნებართვის შესაჩერებლად სასამართლოს მიმართავენ

„საია“ და „მწვანე ალტერნატივა“ ნამახვანის ჰესების კასკადზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებას ითხოვენ.

NGO-ები მშენებლობის ნებართვის შესაჩერებლად სასამართლოს მიმართავენ.

„2021 წლის  05 მარტს საია და მწვანე ალტერნატივა  ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დასაცავად თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის იმ ბრძანების მოქმედების შეჩერებას მოითხოვენ, რომლითაც ნამახვანის ჰესების კასკადზე დადებითი გარემოსდაცვითი  გადაწყვეტილება გაიცა.

საქმისათვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან გასაჩივრებული აქტის  აღსრულება არსებით  და შეუქცევად ზიანს აყენებს როგორც ბუნებრივ, ასევე კულტურულ  გარემოს, საფრთხეს უქმნის  ადამიანების სიცოცხლეს,  ჯანმრთელობას და  შეუძლებელს ხდის მათი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების  დაცვას. აქტის მოქმედებით დამდგარ ზიანსა და უკანონობას ადასტურებს წყალტუბოს მაგისტრატ სასამართლოში მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეც შპს „ენკა რინიუებლზის“ მიერ  გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული მთელი რიგი პირობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობის მოსახლეობა ნამოხვაჰესის მშენებლობის წინააღმდეგ 132-ე დღეა აპროტესტებენ. ცნობილია ისიც, რომ დღეს პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა და სოფლის მეურნეობის, მინისტრი ლევან დავითაშვილი ნამახვანში ჩავლენ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics