2021-03-05 10:44:11, 497 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან კიდევ ერთი კარავი გაშალეს
პარლამენტთან ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა კიდევ ერთი საპროტესტო კარავი გაშალეს.
როგორც ცნობილია, კარავი „ლეიბორისტულ პარტიას“ ეკუთვნის. როგორც პარტიის ლიდერები აცხადებენ, ეს კარავი ე.წ შტაბის ფუნქციას შეითავსებს და მოქალაქეებს უფასო იურიდიულ კონსულტაციას გაუწევენ.
ცნობისთვის, პარლამენტთან ამ ეტაპზე 20-მდე კარავია გაშლილი.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან