2021-03-05 10:14:31, 408 ნახვა
საზოგადოება
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა დღეს გაიმართება
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა დღეს გაიმართება.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ბოლო შეხვედრა 5 თვის წინ, სექტემბერში ჩატარდა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან