2021-03-04 17:32:26, 760 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 ადამიანი
აზერბაიჯანში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გასულ დღე-ღამეში, ქვეყანაში ვირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე აზერბაიჯანში სულ კორონავირუსის 235 647 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 3 232 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო გამოჯანმრთელდა 229 267 პირი.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან