04:53 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-04 12:41:07, 534 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - ემოციები და ულტიმატუმები გვერდით უნდა გადავდოთ და სამართლიან საფუძვლებზე შევთანხმდეთ

ემოციები და ულტიმატუმები გვერდით უნდა გადავდოთ და სამართლიან საფუძვლებზე შევთანხმდეთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ბოიკოტი არის შეცდომა და დემოკრატიული პრინციპების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

მანვე დასძინა, რომ ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხებიდან, მინიმუმ ორი მოითხოვს მათ ჩართვას საპარლამენტო პროცესში, სხვაგვარად კი, შეუძლებელია.

„ბოიკოტი ეს იყო შეცდომა და ჩვენ ყოველთვის ამას ვამბობდით, რომ დემოკრატია მოითხოვს მონაწილეობას და მონაწილეობაზე უარის თქმა არის დემოკრატიული პრინციპების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

საკმაოდ ზედაპირული კომენტარი მოვისმინეთ, რომ თითქოს პარლამენტში ჩართვა ოპოზიციის და პოლიტიკის დაბრუნება საპარლამენტო სივრცეში თითქოს აღარ არის საჭირო და მნიშვნელოვანი - მინდა პირდაპირ ვუთხრა საზოგადოებას, რომ მოლაპარაკებების დღის წესრიგში, ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხებიდან, მინიმუმ ორი მოითხოვს მათ ჩართვას საპარლამენტო პროცესში, სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია იმ პირობების განხორციელება, თუ ამ პირობებზე შეთანხმება შედგება დიალოგის პროცესში.

დიალოგი ასევე მოითხოვს სამართლიან პირობებზე შეთანხმებას. ვფიქრობ, ემოციები და ულტიმატუმები უნდა გადავდოთ გვერდით და სამართლიან საფუძვლებზე უნდა შევთანხმდეთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics