2021-03-04 11:09:07, 645 ნახვა
მსოფლიო
სომხეთში კორონავირუსის 491 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი
სომხეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის ინფიცირების 491 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გარდა ამისა, გასულ დღე-ღამეში, ვირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსის 173,307 შემთხვევაა დადასტურებული, 3,208 პირი გამოჯანმრთელდა, 164,085 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან