04:54 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-04 09:17:50, 486 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიცია დღეს, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავისკენ ავტომობილებით მსვლელობას გამართავს

ოპოზიცია დღეს, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხისკენ, სადაც „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია იმყოფება, ავტომობილებით მსვლელობას გამართავს.

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ გუშინ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ ერთობლივად იმოქმედოს მათ შორის აქციების ნაწილში. გუშინ განვიხილეთ, რომ მოხდეს აქციების ფორმის მოდიფიკაცია იმისთვის რომ ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა არ გამოიყენონ საპროტესტო ღონისძიებები საბაბად მოლაპარაკების ჩაშლის. ხვალინდელი აქცია, რომელიც უნდა გამართულიყო კანცელარიასთან პიკეტის ფორმით შეიცვალა და ეს იქნება მსვლელობა ავტომობილებით, რომელიც დაიწყება რესპუბლიკის მოედანზე 13:00 საათზე და წავა რუსთავისკენ. 13 მარტის აქცია გადავდეთ 20 მარტისთვის. მცირე საპროტესტო ღონისძიებების, რომლებიც დაგეგმილი იყო სასამართლოსა და პოლიციასთან, მოდიფიკაციას განვიხილავთ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics