06:05 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-03 14:07:58, 425 ნახვა

პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, შეთანხმება და აქციები ერთმანეთთან კავშირში არ არის, ამიტომ პროტესტი გაგრძელდება

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ აქციები და შეთანხმება ხელისუფლებასთან ერთმანეთთან კავშირში არ არის, ამიტომ პროტესტი გაგრძელდება.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, ოპოზიცია დღევანდელ შეხვედრზე აქციების ჩატარების ფორმაზე შეთანხმდება.

„აქციები გაგრძელდება, უბრალოდ ჩვენ ვფიქრობთ და დღეს საბოლოოდ გადავწყვეტთ, რა ფორმით გაიმართება ეს აქციები, რომ დამატებითი საბაბი არ მივცეთ ხელისუფლებას, რომ თითქოს ოპოზიცია ცდილობს შეთანხმების ჩაშლას. ეს შეთანხმება და აქციები ერთმანეთთან კავშირში არანაირად არ არის და არც ერთი სიტყვა არ თქმულა იმაზე, რომ აქციები უნდა შეწყდეს. ამიტომ აქციები გაგრძელდება, უბრალოდ რაღაც ფორმაზე შევთანხმდებით“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics