06:05 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-03 10:11:25, 339 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე პროექტებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. მხარეებმა დაცული ტერიტორიების, ასევე, სურსათის უვნებლობისა და ლაბორატორიების გადაიარაღება/გაძლიერების  მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ლევან დავითაშვილმა  ჰუბერტ ქნირშს საქართველოში განხორციელებული მიზნობრივი პროექტების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა  ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობის საკითხი.

როგორც ჰუბერტ ქნირშმა შეხვედრაზე განაცხადა, საქართველო გერმანიის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი პარტნიორია; გერმანიის ელჩმა თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics