06:05 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-03 09:46:03, 555 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთის საგარეო უწყება აშშ-ს მოუწოდებს, „ცეცხლს ნუ ეთამაშება“

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს მტრულ ანტირუსულ თავდასხმას უწოდებს და ვაშინგტონს მოუწოდებს, ნუ ეთამაშება ცეცხლს.

„აბსურდი იმარჯვებს, როდესაც სანქციების დაწესების მიზეზად სახელდება განზრახ მოწყობილი პროვოკაცია ალექსეი ნავალნის „მოწამვლასთან“ დაკავშირებით, ზოგიერთი „საბრძოლო ქრომატიკით“, - აღნიშნულია საგარეო უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

ამასთანავე, განცხადებაში საუბარია, რომ აშშ-ის მიერ რუსეთისთვის მორიგი სანქციების დაწესება საბაბია, რომლითაც აშშ რუსეთის შიდა საქმეებში ერევა.

„რუსეთი არ შეეგუება ვაშინგტონისგან ასეთ ნაბიჯებს, მოსკოვი გიპასუხებთ, „ორმხირივ პრინციპიდან“ გამდინარე“, - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკავშირმა და აშშ-მა, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით რუს მაღალჩინოსნებს და კომპანიებს სანქციები დაუწესა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics