08:28 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-02 15:55:05, 628 ნახვა

რეგიონი
ახალციხეში გიორგი V ბრწყინვალეს ძეგლის და სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მემორიალის განთავსება იგეგმება

გიორგი V ბრწყინვალეს მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის ესკიზისა და „სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მემორიალის“ არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განსათავსებლად გამოცხადებული კონკურსები დასრულდა.

გიორგი ბრწყინვალეს ძეგლის ესკიზებისა და სამშობლოსთვის თავდადებულ გმირთა მემორიალის განსათავსებლად, საკონკურსო ნამუშევრები, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის ფოიეში ,სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, რწმუნებულის მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ, კულტურისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა, სამხარეო ადმინისტრაციის ,მუნიციპალიტეტის მერიისაა და საკრებულოს, სამეცნიერო და სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

 წარმოდგენილი ნამუშევრების გამოფენა, 10 მარტის ჩათვლით ნებისმიერ მსურველს შეეძლება დაათვალიეროს. გიორგი V ბრწყინვალეს ძეგლის ესკიზის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა 13 ნამუშევარი, ხოლო „სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მემორიალის“ შესარჩევ კონკურსში 8 ესკიზი.

მიმდინარე წლის 10 მარტს, საკონკურსო კომისია გამოავლენს 1 გამარჯვებულს, ხოლო მე-2 და მე-3 ადგილზე გასულ მონაწილეებს ფულადი პრიზები გადაეცემათ.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics