2021-03-02 15:39:37, 448 ნახვა
საზოგადოება
ბმა-ს პროგრამით წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ხორციელდება
გლდანის რაიონის გამგეობა, ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა ინფრასტრუქტულ პროექტს ახორციელებს. ამჟამად, წითელ ხაზებში არსებული შიდა და გარე წყალარინების ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები პირველი მიკრორაიონის N3 კორპუსის, ლიბანის N18 ა, N20, N20 ა, N26 კორპუსებისა და მესამე ა მიკროს N21 კორპუსებში მიმდინარეობს.
სამუშაოების მიმდინარეობას, გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.
ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),