06:05 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-02 15:22:10, 352 ნახვა

პოლიტიკა
კახა კახიშვილი სასამართლოს მიმართავს, „დირსის“ კომპლექსთან მდებარე ცემენტის ქარხნის საკითხი მოკლე დროში განიხილოს

დეპუტატი კახა კახიშვილი სასამართლოს მიმართავს, მოკლე დროში განიხილოს თბილისში, ისნის რაიონში, „დირსის“ კომპლექსთან მდებარე ცემენტის ქარხნის მუშაობის საკითხი. 
აღნიშნულთან დაკავშირებით კახა კახიშვილმა დღეს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა. მან საცხოვრებელი კორპუსის მახლობლად მდებარე ქარხანაზე, რომელიც გარემოს აბინძურებს და მოსახლეობის ჯანმრთელობას საფართხეს უქმნის, პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვის დროსაც ისაუბრა. 
„მთავრობის დამტკიცების დროს ვისაუბრე „დირსის“ კომლპექსთან, ორ მეტრში მდებარე ცემენტის ქარხანაზე, რომელიც წამლავს მოსახლეობას. მქონდა კომუნიკაცია ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელთან, გარემოს დაცვის მინისტრთან, თავად პრემიერთანაც და ჯადოსნური წრე არის. ერთი მხრივ, ამ ადამიანებს უკანონოდ აქვთ შესაძლებლობა, განახორციელონ საქმიანობა, არ აქვთ არანაირი ლიცენზია, აბსოლუტურად ყველანაირი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებული არიან, რადგან კანონის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, მაგრამ ამავდროულად, სასამართლოში გასაჩივრებულია ეს საკითხი. რამდენადაც ვიცი, ქალაქ თბილისის მერიაც ჩართულია. ვერაფერს უშვებიან, რადგან იწელება სასამართლო პროცესები“, - განაცხადა დეპუტატმა. 
მისი თქმით, სანამ სასამართლო პროცესები ჭიანურდება ქარხნის უკანონო საქმიანობის შედეგად ათასობით ადამიანი იწამლება.
 „ამიტომ, ვთხოვ ამ ტრიბუნიდან სასამართლოს, არაფერს ვთხოვ ზედმეტს, მოკლე დროში განიხილონ ეს საკითხი და მიიღონ კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილება; ამავე დროს, გაითვალისწინონ, თითოეული დღე, რომელსაც აჭიანურებენ ამ საკითხის განხილვისას, წამლავს ბავშვებს, რადგან ცემენტის ქარხნის გვერდზე არის სააბავშვო ბაღები, სკოლები, კორპუსები, იქ ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ“, - განაცხადა კახა კახიშვილმა. 
დეპუტატი მიიჩნევს, რომ გარემოს დაბიძნურებაზე პასუხისმგებლობა უნდა გამკაცრდეს. 
„ვხედავ, აქ წარმოდგენილ საკითხებში მათ შორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გარემოს დაბინძურებაზე და ვფიქრობ, მეტად უნდა გავამკაცროთ ასეთი საკითხები. არ შეიძლება თვითნებობები, მით უმეტეს, ადამიანების ჯანმრთელობის ხარჯზე“, - განაცხადა სხდომაზე კახა კახიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics