06:05 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-02 13:04:24, 780 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - დიალოგიდან 12 საათში ოპოზიციამ გააგრძელა დესტრუქცია, რაც მტრული ქვეყნების ინტერესებს ემსახურება

დიალოგიდან 12 საათში ოპოზიციამ გააგრძელა დესტრუქცია, რაც მტრული ქვეყნების ინტერესებს ემსახურება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.

 „მე მინდა მოსახლეობისთვის განვმარტო, რომ რაიმე არასწორი ინტერპრეტირება არ მოხდეს გუშინდელი შეხვედრის. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კონსტრუქციული შეხვედრა შედგა ბატონი შარლ მიშელის ინიციატივით, რაზეც მე დაუყოვნებლივ დავთანხმდი, ვინაიდან მიმაჩნია, რომ კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, იმ დათქმით და პირობით, რომ ასეთივე განწყობა იქნება ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად არათანმიმდევრული ნაბიჯები შეხვედრიდან 12 საათში, ვნახეთ თუ რაოდენ დესტრუქციული ქმედება გააგრძელე მათ, ვგულისხმობ დღეს პარლამენტის პიკეტირების მცდელობას, რაც არის აბსოლუტურად სახელწიფოს და ჩვენი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო. მეტიც, ეს არის უკანონო დესტრუქციული ქმედებები, რაც არ ემსახურება არც ამ ფორმატს და არც ამ დიალოგის ინტერესებს, რომელიც ჩვენ გუშინ დავიწყეთ და არ ემსახურება ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი კონკრეტული სუბიექტებისა თუ მტრული ქვეყნების ინტერესებს“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics