19:54 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-01 23:54:44, 595 ნახვა

კომენტარი
სალომე სამადაშვილი - უნდა მივაღწიოთ პროგრესს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკებები მოლაპარაკებისთვის შედგეს ვერ მოგვიტანს

„უნდა მივაღწიოთ პროგრესს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკებები მოლაპარაკებისთვის შედგეს ვერ მოგვიტანს“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპელი პარტნიორები ცდილობენ, ქვეყანას თავიდან აარიდონ მოვლენების შესაძლო მძიმე განვითარება.

„ჩვენი ევროპელი პარტნიორები ცხადია ყველანაირად ცდილობენ, რომ ქვეყანას თავიდან აარიდონ მოვლენების შესაძლო მძიმე განვითარება და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაეხმარონ პოლიტიკურ მხარეებს შეთანხმების მიღწევაში.

ჩვენი პოზიცია არის ცნობილი, არსებობს ორი მთავარი - პოლიტიკური პატიმრებისა და არჩევნების თემა.

აქ ჩვენ უნდა მივაღწიოთ პროგრესს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკებები მოლაპარაკებისთვის შედგეს ვერ მოგვიტანს.

ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის გასაგებია, რომ თუ ჩვენ გვსურს, რომ მივაღწიოთ შედეგს, ორივე მხარემ შესაბამისად უნდა დააფიქსიროს პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ ეს შეთანხმება იქნას მიღებული.

ეს პოლიტიკური ნება დღეს ამ შეხვედრით, რა თქმა უნდა, დაადასტურეს. პრემიერის პოზიციაზე მე არ გავაკეთებ კომენტარს.

მე ვფიქრობ, რომ დღეს მთავარი შედეგი არის ის რომ ჩვენ განვაახლეთ სხვა დონეზე და პოლიტიკური ჩართულობით დიალოგის პროცესი, რა შედეგს მოიტანს ეს , ამას აჩვენებს დრო. ჩვენი მხრიდან ვაფიქსირებთ, რომ ამ პროცესში ვხელმძღვანელობთ ერთადერთი რამით და ეს არის ჩვენი თანამოქალაქეებისა და სახელმწიფოს ინტერესები“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
საპატრიარქომ ბერ ნიკოლოზის მრევლს მცხეთაში დაკრძალვაზე უარი უთხრა
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics