2021-03-01 11:42:31, 479 ნახვა
პოლიტიკა
სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტიდან ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ მსვლელობას მართავენ
პარლამენტთან შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ მსვლელობით მიემართებიან.
როგორც აქტივისტები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების, კერძოდ, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლებაა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროტესტის ფარგლებში, ოპოზიციამ და მათმა მხარდამჭერებმა უწყვეტი პროტესტი დააანონსეს. როგორც ცნობილია, 2, 5, 9, 11 და 13 მარტს სახელმწიფო უწყებების პიკეტირება მოხდება.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან