07:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-01 10:50:00, 439 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - შარლ მიშელის ჩამოსვლა ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩამოსვლა ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს როგორც არასდროს ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, საქართველომ თავისი ევროპული და დემოკრატიული გზა გააგრძელოს.

„დღეს პრეზიდენტის ჩამოსვლა ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი არსად წასულა და დღეს როგორც არასდროს ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია რომ საქართველომ თავისი ევროპული და დემოკრატიული გზა გააგრძელოს და არაფერმა შეუშალოს ხელი.

ევროკავშირს ჩვენგან მეტი სტაბილურობა სჭირდება. მეტი დემოკრატია და მეტი ეკონომიკური განვითარება. ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ პოლიტიკურ ვითარებაზე. შევთანხმდით რომ ამ ქვეყანას როგორც არასოდეს შიდა სტაბილურობა და შერიგება სჭირდება. ეს არის ჩვენი ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ყველა ის დივიდენდი, რაც მოდის ევროკავშირის გზაზე. ჩვენ უნდა შევძლოთ და დროზე უნდა მივხვდეთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ხელშია, ჩვენს საზოგადოებას ეს უნდა და სხვა არაფერი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics