08:29 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-27 15:06:32, 641 ნახვა

რეგიონი
სამუშაო შეხვედრა სკოლამდელი დაწესებულების თანამშრომლებთან

1 მარტს, შუახევის სკოლამდელ დაწესებულებებში შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით სასწავლო პროცესი მუნიციპალიტეტის 13-ვე საბავშვო ბაღში განახლდება, ხოლო ალტერნატიულ ჯგუფებში სწავლა 15 მარტს დაიწყება.

სააღმზრდელო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, ბაგა-ბაღების დირექტორებთან და ექთნებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, მერის მოადგილე რუსუდან შავაძე და ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი ნათელა გოგიტიძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები განიხილეს. უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვით სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის წარმართვა, სამედიცინო პროტოკოლის დაცვა, საკვები პროდუქტები, მენიუ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სრულ მზადყოფნაში არიან.

მიმდინარე კვირიდან ბაგა-ბაღების გაერთიანება, შესაბამის სამსახურებთან ერთად სისტემატურად განახორციელებს მონიტორინგს. სამედიცინო პროტოკოლით მოხდება ბაგა-ბაღების თანამშრომლების ტესტირება ორ კვირაში ერთხელ. შეხვედრის პარალელურად, დღეს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზებით, დაბა შუახევის რაიონულ ჰოსპიტალში ბაგა-ბაღის თანამშრომლების ტესტირება მიმდინარეობდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics