08:06 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-27 11:46:19, 1210 ნახვა

მსოფლიო
ჯანმო-ს დირექტორის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ ვაქცინების წარმოება უნდა გაზარდოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ ვაქცინების წარმოება უნდა გაზარდოს.

მისი თქმით, მსოფლიომ დიდ პროგრესს მიაღწია, თუმცა ეს პროგრესი არის მყიფე.

„ჩვენ გვჭირდება, რომ დავაჩქაროთ COVID-19-ის ვაქცინების მომარაგება და მიწოდება. ამის გაკეთება არ შეგვიძლია, თუ ზოგიერთი ქვეყანა იმ მწარმოებლებს მიმართავს, რომელთა იმედი COVAX-ს აქვს“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

როგორც მან აღნიშნა, ვაქცინის წარმოება ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით უნდა გაიზარდოს.

„ახლა დროა, ყველა ინსტრუმენტი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გავზარდოთ წარმოება, ლიცენზიებისა და ტექნოლოგიების გადაცემის ჩათვლით. თუ ახლა არა, მაშინ როდის?“, -  აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics