08:28 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-27 11:37:27, 774 ნახვა

რეგიონი
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ კასპში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა დაათვალიერა

იუსტიციის სამინისტრო ინფრასტრუქტურული  პროექტების განხორციელებას აგრძელებს.  იუსტიციის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ ამჯერად კასპის მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულა და სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

ქვეყანაში არსებული კოვიდპანდემიის  მიუხედავად, იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობას.

საზოგადოებრივი ცენტრების პროექტის მთავარი იდეა სახელმწიფო და კერძო სერვისების მოქალაქემდე მიტანა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებაა.

კასპის საზოგადოებრივი ცენტრი მეექვსე ფილიალი იქნება, რომელიც შიდა ქართლის რეგიონში გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ რეგიონში, კერძოდ – გომში, რუისში, მეჯვრისხევში, ტყვიავსა და ბერძენაულში – უკვე ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრები და ადგილობრივ მოსახლეობას 200-ზე მეტი სახელმწიფო თუ კერძო სექტორის მომსახურების მიღება ადგილიდან გაუსვლელად შეუძლია. ასევე, სამშენებლო  სამუშაოები მიმდინარეობს ხაშურში,  რაც იმას ნიშნავს, რომ  ყველგან – შიდა ქართლის რეგიონის ოთხივე რაიონში – ძველი საბჭოთა ინფრასტრუქტურა   ახლით ჩანაცვლდება.

კასპში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობას ტენდერით შერჩეული კომპანია შპს „სამშენებლო სამრეწველო გაერთიანება იმერეთი“ აწარმოებს.

ამჟამად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სულ 85 საზოგადოებრივი ცენტრი  ფუნქციონირებს. საზოგადოებრივი ცენტრების ინფრასტრუქტურის შექმნასა და პროგრამულ უზრუნველყოფას იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „იუსტიციის სახლი“ უზრუნველყოფს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics