2021-02-26 18:46:51, 499 ნახვა
პოლიტიკა
სამოქალაქო აქტივისტებმა გზის სავალ ნაწილზე გაშლილი კარავი, პარლამენტის წინ, ტროტუარზე გადაიტანეს
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან, გზის სავალ ნაწილზე გაშლილი კარავი ტროტუარზე გადაიტანეს.
როგორც „ევროპული საქართველოს" წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა, გზის სავალ ნაწილზე კარავი საჭიროების შემთხვევაში გაიშლება.
„ახლა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს კარავი გადავდგათ. ბათუმიდან, ქუთაისიდან და ზუგდიდიდან უნდა დაგვემატოს კიდევ კარვები და შევხედავთ, როგორ იქნება ეს ყველაფერი ორგანიზებული. რამდენი ადამიანი იქნება. თუ ბევრია ადამიანია, ხომ არ გავყინავთ? მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან