2021-02-26 09:21:05, 780 ნახვა
პოლიტიკა
მომდევნო კვირაში საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეწვევა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მომავალ კვირაში საქართველოს ეწვევა.
როგორც ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, შარლ მიშელის ტურნე 28 თებერვლიდან 3 მარტამდე გაგრძელდება.
ამ პერიოდის განმავლობაში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ესტუმრება.
საქართველოში ვიზიტისას შარლ მიშელი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძეს შეხვდება.
ის ასევე მოინახულებს ადმინისტრაციულ საზღვარს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება. საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ შარლ მიშელი უკრაინაში გაემგზავრება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,