2021-02-25 17:55:45, 666 ნახვა
პოლიტიკა
კარლ ჰარცელი - საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება პარტნიორობის ფუნდამენტურ მისწრაფებად რჩება
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საბჭოთა ოკუპაციის 100 წლის თავს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
როგორც ჰარცელი წერს, საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება და განმტკიცება რჩება ევროკავშირ-საქართველოს პარტიორობის ფუნდამენტურ მისწრაფებად.
„ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას 100 წლის წინანდელი ტრაგიკული მოვლენების გახსენებისას. ეს დღე არასდროს დაგვავიწყდება. საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება და განმტკიცება ჩვენი მტკიცე პარტნიორობის ფუნდამენტურ მისწრაფებად რჩება“, - წერს კარლ ჰარცელი.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან