2021-02-25 15:30:52, 560 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - უდიდესი შეურაცხყოფაა, როცა ვინმე საქართველოს რუსეთსა და ნავალნის საქმეს ადარებს
„უდიდესი შეურაცხყოფაა, როცა ვინმე დღეს საქართველოს რუსეთსა და ნავალნის საქმეს ადარებს“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
როგორც ზურაბიშვილი ამბობს, პოლიტიკური ამბიციების მიუხედავად, მსგავსი ტიპის განცხადებები იუნკერების შეურაცხყოფაა.
„უდიდესი შეურაცხყოფაა, როცა ვინმე დღეს ადარებს საქართველოს რუსეთს, ადარებს ნავალნის საკითხებს. ეს პოლიტიკური შეფასებები, რაც არ უნდა იყოს პოლიტიკური ამბიციები, არის ამ ახალგაზრდების შეურაცხყოფა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან