2021-02-25 11:43:43, 392 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპაციის 100 წელი - მოძრაობა „სირცხვილია“ დღეს პარლამენტთან აქციას გამართავს
მოძრაობა „სირცხვილია“ 25 თებერვლის საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის თავზე, დღეს, პარლამენტის წინ აქციას გამართავს.
როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვისა და ღირსებისთვის დაწებლი ბრძოლა დღესაც გრძელდება და სანამ ის გრძელდება - გრძელდება საქართველოც.
აღნიშნული აქციის ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგია - „არასოდეს უკან საბჭოთა კავშირში“.
აქციაზე, რომელიც პარლამენტის წინ 18:00 საათზე დაიწყება, სხვადასხვა სპიკერები ოკუპაციის თემაზე ისაუბრებენ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან