|
2021-02-25 10:42:05, 350 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქში გზის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
დედაქალაქის ქუჩებში წუხანდელი ღამიდან უწყვეტად მიმდინარეობს გზის გაწმენდის და ტექნიკური მარილის მოყრის სამუშაოები. კერძოდ, გაიწმინდა იპოდრომის გზა, მარჯვენა სანაპიროს გზის ნაწილი იუსტიციის სახლთან, თბილისის ზღვის მიმდებარე გზა, მარცხენა სანაპირო, აღმაშენებლის ხეივანი, ნუცუბიძის პლატო, ლისის ტბასთან მისასვლელი გზები, ნუცუბიძის პლატო, ჭავჭავაძის, წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, რობაქიძის, თამარ მეფის, მარშალ გელოვანის გამზირები, ვახუშტის ხიდთან და მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე პანდუსები, მაჭავარიანის, მელიქიშვილის, ბარნოვის, პეტრიაშვილის, შანიძის, აბასთუმნის, ბაქრაძის, მუხრანის, ქავთარაძის, ცინცაძის, გურამიშვილის, ჟვანიას, ჯიქიას, ჩარგლის, გუდამაყრის, ქსნის, ბერძენიშვილის, რაზმაძის, არაყიშვილის, რიგის, ჯაფარიძის, ბერი გაბრიელ სალოსის, უნივერსიტეტის, გრიბოედოვის, კუტუზოვის, ქერჩის, თამარაშვილის, ბაქრაძის, თავხელიძის, რჩეულიშვილის, პუშკინის, ბოჭორმის, იალბუზის, მიცკევიჩის, საირმის, ქუთათელაძის, მცხეთის, აბაშიძის, მიშველაძის, მაყაშვილის ქუჩები, ასევე, თბილისს შემოერთებული ტერიტორიები: კოჯორი, ბეთანია, კიკეთი, სამადლო, წყნეთი, ტაბახმელა. ტექნიკური მარილი დაიყარა მეტროს შესასვლელებში, მიწისქვეშა გადასასვლელებთან და ავტობუსის გაჩერებებზე. აღნიშნული გზების ნაწილი გუშინაც გაიწმინდა. მათ შორის, აღმაშენებლის ხეივანი, კახეთის გზატკეცილი, აეროპორტის დასახლება, ლოტკინის დასახლება, თბილისის ზღვის მიმდებარე გზა, ფონიჭალა, ზაჰესის დასახლება, ვარკეთილი, მესამე მასივი, ლილოს დასახლება, ნუცუბიძის პლატო, ზემო ვაკე, ქეთევან წამებულის და დუმბაძის გამზირები, გობრონიძის, ნონეშვილის, ნოზაძის, გურიის, შენგელიას, ლიბანის, თამარაშვილის, მინდელის, ქერჩის, დადიანის, გურამიშვილის, ხუდადოვის, გახოკიძის, ჟღენტის, დოლიძის, პოლიტკოვსკაიას, ამაშუკელის, ბერიტაშვილის, ბელიაშვილის, მელიქიშვილის, კოსტავას ქუჩები. გზებზე ჯამში 500 ტონამდე ტექნიკური მარილი დაიყარა. სამუშაოები დღის განმავლობაში გაგრძელდება.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)