2021-02-22 17:13:39, 471 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - ხელისუფლება „ენმ“-ის ოფისში შევარდნას პროვოკაციების მოწყობით აპირებს
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიციისთვის ცნობილია, რა გეგმით აპირებს ხელისუფლება „ენმ“-ის ოფისში შევარდნას.
როგორც უგულავა ამბობს, მმართველი გუნდი აპირებს ოფისთან პროვოკატორების მობილიზებასა და პროვოკაციების მოწყობას.
„ჩვენთვის ცნობია, ის გეგმაც, რა გეგმითაც აპირებენ აქ შემოვარდნას. ჯერ შემოუშვებენ პროვოკატორს და მათ უნდათ, რომ ასეთი სახის პროვოკაცია მოაწყონ. დღეს ღარიბაშვილი ტრიბუნიდან გვეუბნება, რომ არ დაუშვებს პოლიციელის შეურაცხყოფას. პოლიციელის შეურაცხყოფა არის ის, როდესაც მათ მიატოვებს ხელმძღვანელობა კრიმინალთან ბრძოლაში და მისცემს მათ უკანონო დავალებას“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან