23:00 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-22 17:05:31, 451 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი ღარიბაშვილს - სანამ ოპონენტებთან ჟინით ხართ შეპყრობილი, ეს ქვეყანა ნადგურდება და ღატაკდება

სანამ ოპონენტებთან ჟინით ხართ შეპყრობილი, ეს ქვეყანა ნადგურდება და ღატაკდება, - ასე მიმართა „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უსმენენ.

„ვხედავთ ამ წლების განმავლობაში, რომ გულწრფელად მიგაჩნიათ, რომ პოლიტიკოსის, პრემიერ-მინიტრის თუ მინისტრის მთავარი ფუნქციაა ებრძოდეს ოპოზიციას, ეს თქვენი არჩევანია, მაგრამ რადარებიდან უნდა გაგაქროთ, გაგანადგურებთ გაიძახოდით, ხომ არ ფიქრობთ, რომ ამასობაში რადარებიდან ნადგურდება საქართველო, სანამ თქვენ ოპონენტებთან ასეთ დაჟინებით ბრძოლაში ხართ, ჟინით ხართ შეპყრობილი, ეს ქვეყანა ნადგურდება, ღატაკდება ამასობაში. ბოლოს როდის ელაპარაკეთ ჩვეულებრივ ხალხს, ნავთლუღის ბაზარში თუ გასულხართ, იქნებ კავშირი გაგიწყდათ, იქნებ არ იცით, რომ ლუკმა პური ენატრება ხალხს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics