2021-02-22 11:47:47, 483 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ იმიჯს განაჩენი გამოუტანა
„ქართულმა ოცნებამ“ ბოლო ნაბიჯებით საბოლოოდ განაჩენი გამოუტანა საკუთარ იმიჯს დასავლელი პარტნიორების თვალში“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, გიორგი ვაშაძე, აცხადებს.
მისი თქმით, პარტნიორებისთვის ქვეყნის ხელისუფლების ქმედება სულ ერთი არ არის.
„ქართულმა ოცნებამ“ ბოლო ნაბიჯებით საბოლოოდ განაჩენი გამოუტანა საკუთარ იმიჯს დასავლელი პარტნიორების თვალში. ძალიან წუხან, ძალიან ნერვიულობენ საქართველოს გამო. ჩვენ ვართ მათი სტრატეგიული პარტნიორები და მათთვის სულ ერთი არ არის რას მოიმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება. კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ, რომ სასწორზე დგას ჩვენი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი“, - განაცხადა ვაშაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან