|
2015-10-07 12:25:15, 887 ნახვა
სამხედრო
თინა ხიდაშელი ნატოს თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება
8 ოქტომბერს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტერიალი გაიმართება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი თინათინ ხიდაშელი მინისტერიალზე დასასწრებად ბელგიის სამეფოში გამთენიისას გაემგზავრა. თინათინ ხიდაშელი ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგსა და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ პეტრ პაველს შეხვდება. მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის 28+1 ფორმატის სხდომაც. ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფრანგ, ბრიტანელ, რუმინელ და ბულგარელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. თინათინ ხიდაშელი პოლონელ კოლეგასთან ტომაშ სემონიაკთან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას გააფორმებს. „ვფიქრობ,უმნიშვნელოვანესი სხდომა იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ დეკემბრის საგარეო საქმეთა მინისტერიალამდე ბოლო შეხვედრაა, სადაც შესაძლებლობა გვექნება, რომ ჩვენი არგუმენტები და პოზიციები თავიდან ბოლომდე წარმოვადგინოთ. იმედი მაქვს, რომ ეს ვიზიტი იქნება წარმატებული“, -განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. მინისტერიალზე ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების განხილვის მთავარი თემები ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში განვითარებულ მოვლენები, სირიასა და უკრაინაში მიმდინარე პროცესები და ავღანეთში გართულებული უსაფრთხოების გარემო იქნება.
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
ექსკურსიის დროს თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე ავარიას 1 პირი ემსხვერპლა
რომის პაპი ბარსელონაში, საგრადა ფამილიას ცენტრალურ კოშკს აკურთხებს - მშენებლობის მთავარი ფაზა დასრულდა
მაღაზიათა ქსელებს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიაყენეს - დაკავებულია 6 არასრულწლოვანი
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)