|
2021-02-20 17:03:23, 446 ნახვა
პოლიტიკა
ივანე მაჭავარიანი: ქვეყანა და ხელისუფლება ფასდება იმით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა გაგრძელდეს რეფორმების კურსი
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის, ივანე მაჭავარიანის თქმით, მმართველი გუნდისთვის, გიორგი გახარიას და მაია ცქიტიშვილის წასვლა დანაკლისია. ამის შესახებ მან პარლამენტში მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი გუნდის გამორჩეული წევრები იყვნენ. იცით, ორივეს მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდა სხვადასხვა თანამდებობაზე, შესაბამისად, დანაკლისი ნამდვილად არის. გიორგი გახარიამ მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია, რომელიც ჩემი აზრით, არ საჭიროებს კომენტარებს. მას არ უხსენებია სიტყვა „დაპირისპირება" არც შიდა, არც გარე. მან თქვა, რომ გუნდში ვერ მიაღწია კონსენსუსს. ხელისუფლებაში, ისევე როგორც გიორგი გახარიას, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მაია ცქიტიშვილის როლი, თუმცა, ქვეყანა და ხელისუფლება ფასდება იმით, რომ პიროვნებები კი ბატონო, მნიშვნელოვნები არიან, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, კურსი და რეფორმები, შეიცვლება თუ არა პრემიერი, შეიცვლება თუ არა ფინანსთა მინისტრი ან ეკონომიკის მინისტრი, უნდა გაგრძელდეს. ადრე თუ გვიან, ყველა იცვლება. მთავარია, რომ კურსიდან გადახვევა არ მოხდეს და რაში მდგომარეობს ამ კურსის არსი. გეოპოლიტიკურად - ეს არის დასავლეთისაკენ მიმართული კურსი, ეკონომიკის კუთხით - ეს არის თავისუფალი და ლიბერალური ეკონომიკა. რაც შეეხება ეროვნულ საკითხებს - ეს არის შერიგებისა და მშვიდობის პოლიტიკა და ბოლოს, ეს არის მაქსიმალურად ეფექტური მმართველობითი სისტემა - დაბალი ხარჯის მატარებელი ეფექტური ბიუროკრატია. ეს არის მთავარი პრინციპი. მთავარია, ეს პრინციპი არ შეიცვალოს“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)