21:38 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-20 09:11:03, 444 ნახვა

პოლიტიკა
სენატორები - ქართველი ხალხი იმსახურებს კანონის უზენაესობას, დემოკრატიასა და დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი, ჯიმ რიში და სენატორ ჯინ ჰაშინი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქართველი ხალხი იმსახურებს კანონის უზენაესობას, დემოკრატიასა და პატიოსან, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას.

ამასთანავე, სენატორები მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს, ჩაერთონ მოლაპარაკებების პროცესში.

„ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო. ქართველი ხალხი იმსახურებს კანონის უზენაესობას, დემოკრატიასა და პატიოსან, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს ოფიციალურ პირებთან მრავალჯერ წამოვჭერით პოლიტიკური დევნის პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ მოხარული ვართ ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის გაუქმებით, ასეთი პოლიტიკური დევნა და დაკავებები არ უნდა ხდებოდეს. ახლა პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარე უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას და განმუხტოს პოლიტიკური ატმოსფერო. ვიმედოვნებთ, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი დასრულდება სწრაფად და მშვიდობიანად“, – აღნიშნულია სენატორების განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics