2021-02-19 16:49:48, 561 ნახვა
სამართალი
შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 10 პირი დააკავა
საქართველოს პარლამენტთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ, დაპირისპირება იყო.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტებმა საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან გაშლილი კარვის რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გადმოტანა სცადეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 10 პირი დააკავა.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ამ წუთებში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველთა დიდი მობილიზებაა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან