16:05 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-07 09:23:55, 879 ნახვა

სამხედრო
ანა დოლიძე ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ესტუმრა

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე ესტუმრა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანა დოლიძემ კაპიტნის საკარიერო სკოლის ინსტრუქტორებსა და მსმენელებს ლექცია წაუკითხა, რომლის თემატიკა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს არაღიარება იყო.

შეხვედრა „სპიკერების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა. ანა დოლიძემ სამხედრო მოსამსახურეებს ის პრეცედენტები გააცნო, რომლის დროსაც საერთაშორისო თანამეგობრობამ თვითგამოცხადებულირესპუბლიკების დამოუკიდებლობა არ აღიარა. ლექცია აკადემიაში ინტელექტუალური მსჯელობის განვითარებას ემსახურებოდა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, აუცილებელია, თავდაცვის აკადემიის უმაღლეს სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებად გადაქცევა.

„თავდაცვის აკადემიაში „სპიკერების პროგრამა“ გააქტიურდა. მე ამ პროგრამის ნაწილის სახით, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს არაღიარებასთან დაკავშირებით ლექცია წარვადგინე. ეს არის მხოლო და მხოლოდ დასაწყისი. ჩვენ გვეყოლება ძალიან ბევრი სპიკერი. ამ ყველაფრის მიზანია შემოვიტანოთ სხვადასხვა თემატიკა და თავდაცვის აკადემიაში იყოს უფრო მეტი ინტელექტუალური მსჯელობა, რატა გადავაქციოთ იგი უმაღლეს სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებად. თავად დისკუსია ძალიან საინტერესოდ წარიმართა. საქართველოს საგარეო და თავდაცვით პოლიტიკასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა დაისვა და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელს უწყობს, ჩვენი კრიტიკული აზროვნების გაუმჯობესებას, რაც განათლების ამოსავალი წერტილია“, - განაცხადა დოლიძემ.

ლექცია ორ ნაწილად წარიმართა. პირველ ნაწილი მინისტრის მოადგილის პრეზენტაციას დაეთმო, რის შემდეგაც ანა დოლიძესა და კაპიტნის საკარიერო სკოლის ინსტრუქტორებსა და მსმენელებს შორის შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სამხედრო მოსამსახურეები, განსაკუთრებით, ქვეყნის თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკით დაინტერესდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
ექსკურსიის დროს თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე ავარიას 1 პირი ემსხვერპლა
რომის პაპი ბარსელონაში, საგრადა ფამილიას ცენტრალურ კოშკს აკურთხებს - მშენებლობის მთავარი ფაზა დასრულდა
მაღაზიათა ქსელებს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიაყენეს - დაკავებულია 6 არასრულწლოვანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics