2021-02-18 17:19:05, 508 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია: პრემიერ-მინისტრად ბიძინა ივანიშვილის ადიუტანტს ნიშნავენ, „ქართული ოცნება“ დამთავრებულია
„პრემიერ-მინისტრად ბიძინა ივანიშვილის ადიუტანტს ნიშნავენ“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
როგორც მელია ამბობს, ყველას ახსოვს როგორ წავიდა თავდაპირველად ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის თანამდებობიდან.
„რომ იყო რა გააკეთა. ეს ნიშნავს რომ ბიძინა ივანიშვილი ადიუტანტი დაინიშნა პრემიერ-მინისტრად. როგორ წავიდა პრემიერ-მინისტრობის თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილი არ გახსოვთ. „ქართული ოცნება“ დამთავრებულია, შემიძლია დავიფიცო“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინეს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან