|
2021-02-18 14:15:32, 395 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - მოვუწოდებ მხარეებს, დაანებონ კუნთების თამაშს თავი და დასხდნენ მოლაპარაკებებზე
ერთადერთი ადამიანი „ქართულ ოცნებაში“ ვისაც აღმოაჩნდა პრაგმატიზმი, არის გიორგი გახარია, მისი გადაწყვეტილება იყო აბსულუტურად სწორი, - ასე ეხმაურება „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას. როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, მმართველი გუნდიც და ოპოზიციაც ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში დაიწყოს სამოქალაქო დაპირისპირება. ალეკო ელისაშვილმა მოუწოდა მხარეებს, დაანებონ კუნთების თამაშს თავი და მიუსხდნენ მოლაპარაკებების მაგიდას. „მიუხედავად წლების განმავლობაში გიორგი გახარიასადმი პირადად ჩემი დამოკიდებულებისა, ერთადერთი ადამიანი „ქართულ ოცნებაში“ ვისაც აღმოაჩნდა პრაგმატიზმი, არის გიორგი გახარია, მისი გადაწყვეტილება იყო აბსულუტურად სწორი. ის, რომ ქვეყანა არ უნდა შევიდეს სამოქალაქო დაპირისპირებაში, ქვეყანა არ უნდა წავიდეს ესკალაციის გზით ფაქტია და ვინც აქეთ გადადგამს ნაბიჯს, როგორც გახარია, რომელმაც არ გაამძაფრა ვითარება, არ მივიდა სისხლისღვრამდე, ეს არის სწორი, პრაგმატული გადაწყვეტილება. ორი დღის წინ, ზუსტად ამ დარბაზში მე და ლევან იოსელიანი ვაფრთხილებდით „ქართულ ოცნებას“, რომ არ მოეხსნათ უფლებამოსილება ნიკა მელიასთვის, ვეუბნებოდით, რომ ჩიხში შევა სიტუაცია და ეს ხდება ზუსტად. ჩვენთან მიღებული წესია, რომ ოპოზიცია რაღაცას რომ გეუბნება, უნდა დააიგნორო, ამ იგნორის შედეგია, ორივე მხარე ყველაფერს აკეთებს თავისი უგუნურობით იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს სამოქალაქო დაპირისპირება, ამის შედეგად ჩამოვიდეს სააკაშვილი და სული ამოხადოს ქვეყანას. ერთი ამბობს, გირაოს არ გადავიხდი, მეორე ამბობს, მაინც დაგიჭერ, მიიყვანეს და საბოლოოდ ვერ მიიყვანეს პოლიცია ოფისში, ამ კუნთების თამაშის დროს ორივე მხარეს ავიწყდება მთავარი ამ პანდემიის დროს ქვეყანას ეს არ სჭირდება. პაციენტები ტვირთის გადამზიდი მანქანებით გადაჰყავთ. კუნთების თამაშს თავი დაანებონ და დასხდნენ მოლაპარაკებებზე, უნდა შევთანხმდეთ, რომ ქვეყანაში განიმუხტოს ვითარება“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
საგანძურის მარათონი დაიწყო - შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
სააპელაციომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)