22:06 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-17 14:30:49, 1027 ნახვა

სამხედრო
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა მიღება გრძელდება

საქართველოს თავდაცვის ძალები საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა მიღებას განაგრძობს. ამ მიზნით, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოქალაქეებს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის პირობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიან. საბუთების მიღება გამარტივებული წესით იწარმოება.

ქვეყნის მასშტაბით საკონტრატო სამსახურში რეგისტრაციის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია ან მიმართონ რეკრუტირების მობილურ ცენტრებს. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 18-დან 35 წლამდე საქართველოს მოქალაქეები მიიღებიან, რომელთაც გაუფორმდებათ 4-წლიანი კონტრაქტი. სამხედრო მოსამსახურეები უზრუნველყოფილი იქნებიან ნატოს სტანდარტების უმაღლესი ხარისხის უნიფორმით, სამხედრო აღჭურვილობით, კვებით, უფასო სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი დაცვით. რიგითის მინიმალური დარიცხული ხელფასი შეადგენს 1050 ლარს, რაც იზრდება წოდების მიხედვით. მეორე და ყოველი შემდგომი კონტრაქტის დასრულების შემდეგ სამხედრო ერთჯერადი ბონუსის სახით 7000 ლარს მიიღებს; სამხედროებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ უცხო ენა, დაეუფლონ პროფესიას და კვალიფიკაცია აიმაღლონ საზღვარგარეთ სხვადასხვა კურსებზე.

საბუთების მიიღება ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 10:00 -დან 16:00 საათამდე. რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ მისამართზე: onlinebct.mod.gov.ge; საქართველოს მასშტაბით მობილურ რეკრუტირების ცენტრებსა და შემდეგ ლოკაციებზე: სენაკი, ბათუმი, ახალციხე, გორი, ქუთაისი, თელავი, თბილისი. საკონტაქტო ტელეფონი: (+995) 595 06-03-44.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics