09:09 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-17 11:53:58, 441 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო, გზის გაწმენდის სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება

დედაქალაქის ქუჩებში ტექნიკური მარილის დაყრა და გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ტექნიკა მუშაობს, ხოლო შიდასაუბნო გზების გაწმენდით სამუშაოებში რაიონული გამგეობები ჩაერთვებიან.

„დედაქალაქში გაგვითოვდა. „თბილსერვის ჯგუფის“ ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. მუშაობა ახლაც გრძელდება. მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრა და გზის გაწმენდის სამუშაოები. პარალელურად, გამგეობები ჩაერთვებიან შიდასაუბნო გზების გაწმენდის პროცესში. სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება, სანამ პრობლემა არ მოგვარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე გადაადგილება შეზღუდულია, რადგან კერძო ავტომობილების მძღოლები ზამთრის საბურავების გარეშე მოძრაობენ.

„გვაქვს კონკრეტული ლოკაციები, სადაც საცობები შეიქმნა. იმ ავტომობილების გამო, რომელთაც ზამთრის საბურავები არ უყენიათ, გზა ჩაიხერგა. მინდა, ვთხოვო ყველა იმ ადამიანს, ვინც კერძო ავტომობილით გადაადგილდება, თუ ზამთრის სეზონის საბურავი არ უყენიათ, თავი შეიკავონ ქალაქში მოძრაობისგან, რადგან ეს საზოგადოებას გარკვეულ პრობლემებს უქმნის. პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლის უსაფრთხოებას. ამიტომ, მაქსიმალურად შევიკავოთ თავი გადაადგილებისგან, თუ ავტომობილებზე ზამთრის საბურავები არ გვაქვს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე განცხადებით, გზის გაწმენდის სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics