|
2021-02-15 13:02:40, 1038 ნახვა
საზოგადოება
ბინები დღიურად
არსებობს მომენტები როდესაც დაგეგმილად თუ მოულოდნელად გვჭირდება ადგილი სადაც ერთი ღამით მაინც დარჩები. ქალაქიდან ქალაქში მგზავრობისას, თუ გადაწყვეტილი გაქვთ არ იჩქაროთ და მოგზაურობით მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ, სანამ დანიშნულების ადგილზე ჩახვალთ დიდი ალბათობით ერთი ღამით მაინც გაჩერდებით სხვა ქალაქში, ან სულაც გადაწყვეტილი გაქვთ ფესტივალზე დასწრება, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდება, თქვენ კი ახლოს დასარჩენი ადგილი არ გაქვთ, ან სულაც კურორტზე გადაწყვიტეთ დასვენება სულ რომ ორი დღითაც მოგიწიოთ წასვლა, აუცილებლად დაგჭირდებათ ბინა, სადაც დარჩებით. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, არსებობს შესაძლებლობა მოძებნოთ ბინები დღიურად და აირჩიოთ ყველაზე სასურველი. ბინის ქირაობისას არსებობს გამოწვევები და რისკები, რომ შერჩეული ბინა შენ მოლოდინს ვერ გაამართლებს. ასეთ დროს, თუ არ გეზარება, სჯობს რამდენიმე ვარიანტი მაინც განიხილო და მფლობელს გაესაუბრო, რათა შესაბამისი მოლოდინი შეიქმნა. ბინები დღიურად მუდმივად ხელმისაწვდომია, რადგან ბაზარზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა ამ მხრივ, რაც ნიშნავს, რომ არჩევის შესაძლებლობაც გაქვს. გასათვალისწინებელი დეტალებია - ფასი, მდგომარეობა და ლოკაცია, რაც ერთმანეთთან ყოველთვის კავშირშია. ფასი უმეტესად დამოკიდებულია რა უბანშია ბინა და იმატებს მისი მდგომარეობის მიხედვით. ამიტომ, პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ მდებარეობას, სად გსურთ ქირაობა, შემდეგ განსაზღვრეთ საშუალო ფასი, დაახლოებით რა დიაპაზონში მერყეობს ფასები შერჩეულ უბანში, ბოლოს კი გაფილტრეთ მდგომარეობით. სასურველია თუ ყურადღებას იმ ბინებზე გაამახვილებთ, რომლის სურათიც ხელმისაწვდომია. გაზაფხულის დადგომასთან ერთად იწყება მზადება ზაფხულისთვის, ვაწყობთ ჩვენს გეგმებს და განვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტებს, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ხშირად სასურველი ბინის პოვნაა, ამიტომ სტატიაში მოგიყვებით როგორ და სად შეიძლება იქირაოთ ბინები დღიურად საჭიროების შემთხვევაში. ყველაზე მნიშვნელოვანი უშუალოდ ის საიტია, სადაც განთავსებულია ბინები, რადგან თუ სანდოობით სარგებლობს, ეს ნიშნავს, რომ კმაყოფილი მომხმარებლების რიცხვი საკმაოდ ბევრია. ასეთი ტიპის ვებ გვერდია Dgiurad.ge, სადაც შესაძლებლობა გაქვთ იქირაოთ ბინები დღიურად სხვადასხვა ქალაქებში, მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია საიტზევე და ისარგებლოთ კომფორტული მომსახურებით. ვებ გვერდზე განთავსებულია საკმაოდ ბევრი ბინა და დამატებულია თითქმის ყველა ქალაქი. არჩევანი მხოლოდ თქვენზეა სად გსურთ დარჩეთ, სტანდარტულ სასტუმროში, ოჯახური ტიპის სასტუმროში თუ ცალკე ბინის ქირაობა გსურთ. არჩევისას შეეცადეთ რამდენიმე ვარიანტი განიხილოთ, შემდეგ კი გაესაუბრეთ უშუალოდ მფლობელს, გამოკითხეთ ბინის მდგონარეობის შესახებ, განიხილეთ დეტალები და აირჩიეთ ყველაზე სასურველი. როგორც წესი, ბინების ღირებულება გარეუბანში შედარებით ნაკლებია, თუმცა მდგომარება ლოკაციაზე ხშირად არ არის დამოკიდებული და კარგად მოვლილი ბინის არჩევა სრულებით შესაძლებელია. თუ ავტომობილი გყავთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ დაგჭირდებათ საპარკინგე ადგილი. ხოლო თუ მხოლოდ თქვენ არ იქნებით, აუცილებლად გაითვალისწინეთ ის ფაქტორი, რომ შეიძლება ამის გამო პრობლემა შეგხვდეთ, რადგან მეპატრონეების უმეტესობა პრიორიტეტს ანიჭებს იმას, რომ წვეულება არ მოაწყოთ მეგობრებთან ერთად. გაითვალისწინეთ, ბინას ზუსტად ისეთივე მდგომარეობაში აბარებთ, როგორ მდგომარეობაშიც დაგხვდათ, ამიტომ თუ გადაწყვიტეთ დაბადების დღე მეგობრებთან აღნიშნოთ, ამის შესახებ აუცილებლად აცნობეთ მეპატრონეს და მოელაპარაკეთ პირობებზე.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)