04:11 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-12 23:46:16, 714 ნახვა

კომენტარი
იაგო ხვიჩია - თუ პარლამენტი ნიკა მელიას მანდატს შეუწყვეტს, კიდევ უფრო დაიმძიმებს ცოდვებს

„თუ პარლამენტი ნიკა მელიას მანდატს შეუწყვეტს, კიდევ უფრო დაიმძიმებს ცოდვებს“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია  „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ თუ ნიკა მელიას დააკავებენ, ეს მოლაპარაკების პროცესს უხერხულს გახდის.

„უხერხული გახდება მოლაპარაკების პროცესის განახლება პარალელურად, როდესაც ადამიანი ციხეში ზის, ანუ ლაპარაკის პროცესი ეგრევე გადავა იმაზე, რომ ეს კაცი როგორ გამოვუშვათ, ან არ გამოვუშვათ.

იმედი მაქვს, რომ არ შეუწყვიტავენ ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილებას იმიტომ, რომ მემგონი გასაგებია, რომ ეს არის ფაქტობრივად კოლეგის მიმართ განაჩენი, რომელიც ამჯერად სასამართლოს კი არ გამოაქვს, არამედ საკანონმდებლო ორგანოს წევრებს. ამ საკანონმდებლო ორგანოს, ისედაც პრობლემები აქვს და საკუთარი კოლეგის ციხეში ჩასმა, კიდევ უფრო დაამძიმებს მის ცოდვებს“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics