15:32 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-12 14:58:24, 605 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი აბესაძის განცხადებით, ამ ეტაპზე „ევროპულ საქართველოს“ არავინ არ ტოვებს

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, ამ ეტაპზე პარტიას არავინ არ ტოვებს.

მისი თქმით, პარტიაში შიდა ცვლილებებზე მსჯელობენ, რათა მომდევნო არჩევნებს კიდევ უფრო გაძლიერებულები შეხვდნენ.

„ის, რომ პარტიას ცვლილებები სჭირდება ამაში ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული, გარდა იმ ძალიან მძიმე დანაშაულებრივი დარღვევებისა, რომელსაც არჩევნების დროს ჰქონდა ადგილი „ქართული ოცნების“ მხრიდან. იმ გაყალბების შემდეგ, რაზედაც მთელი რიგი მტკიცებულებები არსებობს, მიღებული შედეგები გვაფიქრებინებს, რომ საჭიროა ცვლილებები და განახლება პარტიაში იმისათვის, რომ შემდეგ არჩევნებს ოპოზიციურ ფლანგზე მყოფი ერთ-ერთი პარტია შეხვდეს უფრო გაძლიერებული და საზოგადოების მხრიდან უფრო მაღალი მხარდაჭერის შესაძლებლობა და იმედი გვქონდეს. ამ ეტაპზე არავინ პარტიას არ ტოვებს, ჯერჯერობით საუბარია შიდა ცვლილებებზე“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ცნობისთვის, ამ წუთებში „ევროპული საქართველოს“ ოფისში პარტიის ლიდერები არაფორმალურ შეხვედრას მართავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics