|
2021-02-11 14:45:57, 742 ნახვა
რეგიონი
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ 2021 წელსაც განხორციელდება
დღეიდან პროგრამის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში სოფლის კრებები გაიმართება, სადაც მოსახლეობა პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაასახელებს. დღეს მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზდიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აკაურთის, ფოცხვერიანის, ძეძვნარიანისა და ძველი ქვეშის მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე მოისმინა სოფლად არსებული საჭიროებები. მოსახლეობასთან შეხვედრები კოვიდრეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. სოფელ აკაურთაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხით არსებულ შიდა გზაზე სანიაღვრე ქსელი მოეწყობა და საგზაო ნიშნები დამონტაჟდება, ხოლო ფოცხვერიანში, ძეძვნარიანსა და ძველ ქვეშში გარე განათების ქსელი მოეწყობა. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტი პროექტების განსახორციელებლად 100%-იანი თანადაფინანსების ვალდებულებას იღებს. ჯამში კი, წელს ბოლნისში, ამ პროგრამის ფარგლებში, 1 428 000 ლარი დაიხარჯება. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დღეს მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დავიწყეთ. მოსახლეობის ჩართულობით თითოეული სოფლის საჭიროებების გამოკვეთა და ამ პრობლემების მოგვარება მოხდება. ვფიქრობ, ამ პროგრამის ფარგლებში წელს ჩვენი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან არაერთ პროექტს განვახორციელებთ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრები კოვიდრეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. მოხარული ვარ, რომ მოსახლეობა ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)