13:18 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-11 13:33:56, 417 ნახვა

საზოგადოება
112-ის დღესთან დაკავშირებით, ყველა ოპერატორი მადლობის სიგელით დაჯილდოვდა

112-ის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის, ბრძანებით, ყველა ოპერატორი მადლობის სიგელით დაჯილდოვდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, შს მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის თბილისის ცენტრს ეწვია და „112“-ის თანამშრომლებს პანდემიის დროს განსაკუთრებულ რეჟიმში თავდაუზოგავად მუშაობისთვის, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ეფექტურ მუშაობაში შეტანილი წვლილისთვის მინისტრის მადლობის სიგელები გადასცა. ასევე, რუსთავის ცენტრის უფროსს, გადაეცა სამინისტროს მედალიონი „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“.

როგორც მოგეხსენებათ, პანდემიის პერიოდში 112-ს მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, თითოეულ მოქალაქეს ვირუსის დადასტურების შემთხვევაში შეუძლია დარეკოს 112-ზე. 2020 წელს ოპერატორებმა 7 მილიონამდე ზარს უპასუხეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზარების ეფექტური მართვისთვის და გადაუდებელი დახმარების ნომერთან შეუფერხებლად დაკავშირებისთვის 112-ში ოპერატორების რაოდენობა 115%-ით გაიზარდა.

2009 წელს, ევროკომისიამ, ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ 11 თებერვალი „112“-ის დღედ გამოაცხადეს. 11 თებერვალს, როგორც საქართველო, ასევე, მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, „112“-ის დღეს აღნიშნავს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics