14:51 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-10 12:25:15, 388 ნახვა

საზოგადოება
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის გარე ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე დროებითი სამშენებლო ღობე მოეწყობა

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე დროებითი სამშენებლო ღობე მოეწყობა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ღობე ტროტუარის ზედა ნაწილზე დამონტაჟდება.

„თქვენ იცით, რომ რუსთაველის მხარეს არის ორი ტროტუარი და ზედა ნაწილში მოგვიწევს ღობის განთავსება, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული. სამუშაოები დაწყებულია და ღობის განთავსება განპირობებულია იმით, რომ უნდა დაიწყოს ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, პროექტის ღირებულება დაახლოებით 34 მლნ ლარია და ის 2023 წელს დასრულდება.

„თქვენ იცით, რომ ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და თითოეულ დეტალს, თითოეულ ორნამენტს, იმ ღირებულ ნაწილს, რომელიც ამ სასახლეს გააჩნია განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება. 2023 წელს უნდა დასრულდეს რეაბილიტაცია. სარესტავრაციო სამუშაოები შესრულდება როგორც ფასადზე, ისე ინტერიერში; მოეწყობა ახალი სახურავი; რესტავრირდება პარაპეტები, განხორციელდება სასახლის მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, კონსტრუქციული გამაგრება, საინჟინრო ქსელების რეაბილიტაცია, კეთილმოეწყობა ეზოები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics