|
2015-10-05 16:22:40, 938 ნახვა
სამხედრო
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი იმყოფება
საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიმ სალისტეს ქართველი კოლეგა, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ბესიკ ხატიაშვილი მასპინძლობს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იმყოფება ესტონეთის სერჟანტთა მომზადების სკოლის ხელმძღვანელი, მაიორი მადის ნომე. ესტონეთის შეიარაღებული ძალების დელეგაცია დღეს გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ესტუმრა. ცენტრის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ სტუმრებს სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა და სერჟანტთა პროფესიული განვითარების პროცესები გააცნო. ესტონური დელეგაცია ხვალ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველ მოადგილეს, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიასა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალს, პოლკოვნიკ ლევან ბერიას შეხვდებიან. დაგეგმილია სტუმრობა ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისშიც“.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)