16:54 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-05 15:50:12, 357 ნახვა

პოლიტიკა
კახა კახიშვილი ოფიციალური ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკას ეწვევა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ოფიციალური ვიზიტით, 6 ოქტომბერს მოლდოვის რესპუბლიკაში მიემგზავრება.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, კახიშვილი კიშინიოვში მოლდოვის იუსტიციის მინისტრმა ვლადიმირ ჩებოტარმა მიიწვია.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, იგი მოლდოვის იუსტიციის მინისტრს ვლადიმირ ჩებოტარს შეხვდება. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი პენიტენციური ინსტიტუტის დეპარტამენტში მოლდოვის პენიტენციური სისტემის შესახებ პრეზენტაციას დაესწრება. ღონისძიებაზე პენიტენციური სისტემის რეფორმების სტრატეგიასა და მიღწევებს განიხილავენ. გარდა ამისა, საუბარი შეეხება პენიტენციური რეფორმის კონცეფციას, მათ შორის საკანონმდებლო ასპექტებს, საუკეთესო პრაქტიკას, რეკომენდაციებსა და არსებულ გამოწვევებს.

კახა კახიშვილი  პრობაციის ცენტრალურ ოფისსაც ეწვევა, სადაც მოლდოვის პრობაციის სისტემას გაეცნობა. მხარეები ერთმანეთს ამ სფეროში არსებულ გამოცდილებას გაუზიარებენ და ინფორმაციას გაცვლიან.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი მოლდოვაში ვიზიტის ფარგლებში, N15 პენიტენციურ დაწესებულებასაც დაათვალიერებს, რომელიც ქალაქ კრიკოვაში მდებარეობს.

კახა კახიშვილი საქართველოში 10 ოქტომბერს დაბრუნდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics