05:35 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-09 12:35:49, 474 ნახვა

კომენტარი
თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის, ქვეყნის მასშტაბით, 9 დაწესებულებაა შერჩეული

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ რეგულირების სააგენტოს მიერ შეფასებული 12 დაწესებულებიდან, 9 აკმაყოფილებს მოთხოვნებს რომელიც დადგენილია Pfizer-ით ვაქცინაციისთვის.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მიზანია, რომ არსებობდეს 15-მდე დაწესებულება, რათა სწრაფად გაიშალოს ვაქცინაციის პროცესი.

„ბოლო პერიოდში დიდი ყურადღება ექცევა ვაქცინაციისთვის მზადებას. რეგულირების სააგენტომ 12 დაწესებულება შეაფასა და აქედან ცხრა აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც დადგენილია „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის. ამ კვირაში უკვე დაიწყება ტრენინგი ამ დაწესებულებებში. პროცესი გრძელდება, რადგან ჩვენი მიზანია, დაახლოებით 15-მდე დაწესებულება გვქონდეს იდენტიფიცირებული, რომ სწრაფად გაიშალოს ვაქცინაციის პროცესი, როგორც კი ვაქცინა ქვეყანაში შემოვა“, – განაცხადა გაბუნიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics