05:35 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-08 21:41:53, 673 ნახვა

კომენტარი
მამუკა მდინარაძე - ზურაბ ჯაფარიძის ნაბიჯს მივესალმები

„ზურაბ ჯაფარიძის ნაბიჯს მივესალმები“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც იგივეს ეტყვის მას.

„მივესალმებით ამ ნაბიჯს, იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ სჯერათ საერთაშორისო პარტნიორების, გასაგებია, რომ არ სჯერათ „ქართული ოცნების“, არ სჯერათ ჩვენი.

ამ შემთხვევაში, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს, დარწმუნებული ვარ იგივეს ეტყვის.

არის სამართლებრივი საკითხები, რომლებზეც ჩემი სუბიექტური აზრით, ორი აზრი ვერ იარსებებს, დისკრეცია არის დისკრეცია, საქართველოს პარლამენტის, რომელსაც შეუძლია მიიღოს ერთი ან მეორე გადაწყვეტილება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგანხსენებთ, რომ ზურაბ ჯაფარიძე მისთვის სადეპუტატო მანდატის შენარჩუნებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics