2021-02-08 17:31:35, 726 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში შესული „მოქალაქეები“ თეა წულუკიანისთვის ცალკე სამინისტროს შექმნას მხარს არ დაუჭერენ
პარტია „მოქალაქეების“ წევრი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ თეა წულუკიანის დანიშვნას კულტურის მინისტრად, მხარს არ დაუჭერენ.
მისი თქმით, ქვეყანაში ახალი სამინისტროებისა შექმნის დრო და რესურსი არ არის.
„ცალკე თეა წულუკიანისთვის სამინისტროს შექმნას ჩვენს მხარს არ დავუჭერთ. ამ ქვეყანაში არ არის იმის დრო და რესურსი, რომ კიდევ უფრო მეტი კომიტეტი და სამინისტროები შევქმნათ. პირიქით, უნდა მოხდეს ოპტიმიზაცია სამინისტროების, კომიტეტების და ასე შემდეგ. ახლა ჩვენ საპირისპირო პროცესს ვუყურებთ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ თეა წულუკიანი შესაძლოა, კულტურის მინისტრად დაინიშნოს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,